ლევან იზორია - რუსეთის ყველა ქმედება, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციას უკავშირდება საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა

რუსეთის ფედერაციის ყველა ქმედება, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციას უკავშირდება საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა, - ამის შესახებ ატოცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო პრინციპულად ყოველთვის წინააღმდეგი იქნება ასეთი ქმედებების.

„ყველა ქმედება, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკავშირდება მათი შეიარაღებული ძალების მხრიდან ჩვენს ტერიტორიაზე აქტიურობას, არის საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევაა. ეს არის უკანონო, რაც გაცხადებულია მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. ამას ადასტურებს ახლო წარსულში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებებიც. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით, პრინციპულად ყოველთვის ვიქნებით ამის წინააღმდეგი",- განაცხადა იზორიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა