„საქსტატი“ აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქსტატიდან აცნობეს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წელს პირველად ჩაატარა ქვეყანაში არსებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც 700-მდე აკვაკულტურის მეურნეობა გამოიკითხა.

მათივე ცნობით, გამოკვლევას ექვემდებარებოდნენ შინამეურნეობები და იურიდიული პირები, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევი და შესაბამისად, ეწეოდნენ აკვაკულტურის საქმიანობას. გამოკვლევის შედეგად მიღებულ იქნა აკვაკულტურის დარგის ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები, როგორიცაა წყალსატევებში არსებული და წარმოებული თევზის მოცულობა, რეალიზებული თევზის საშუალო ფასები, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი და მისი სტრუქტურა.

საქსტატის ცნობით, გამოკვლევის შედეგად 2017 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილი წყალსატევების ფართობი 4 309.0 ჰექტარით განისაზღვრა, საიდანაც ტბორების ფართობმა 2 224.6 ჰექტარი, აუზების ფართობმა - 27.6 ჰექტარი, ხოლო წყალსაცავების და ბუნებრივიწყალსატევების (ტბა ან ტბის ნაწილი, მდინარის ნაწილი, ზღვის ნაწილი) ფართობმა - 2 056.8 ჰექტარი შეადგინა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა და საერთო ფართობი 1 473.5 ჰექტარი იყო. ტბორების ფართობმა სამეგრელო-ზემო სვანეთში 476.2 ჰექტარი, იმერეთში 103.5 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 171.5 ჰექტარი შეადგინა.

2017 წლის ბოლო მდგომარეობით აუზების ყველაზე დიდი ნაწილი შიდა ქართლშია განთავსებული, საერთო ფართობით - 18.2 ჰექტარი. სამცხე-ჯავახეთში არსებული აუზების ფართობი შეადგენს 3.5 ჰექტარს, აჭარაში - 1.8 ჰექტარს, გურიაში - 1.7 ჰექტარს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში არსებული ა უზების მთლიანი ფართობი 2.4 ჰექტარს არ აღემატება.

2017 წლის ბოლოსათვის წყალსაცავები და ბუნებრივი წყალსატევები 47.7 პროცენტს, ტბორები 51.6 პროცენტს , ხოლო აუზები 0.6 პროცენტს შეადგენდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებულია 2 041.7 ტონა თევზი, საიდანაც 57.0 პროცენტი მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 38.5 პროცენტი კობრისებრთა, ხოლო 3.7პროცენტი ზუთხისებრთა ოჯახის სახით არის წარმოდგენილი.

„ორაგულისებრთა წარმოებაში უდიდესი წილით (98.3 პროცენტი) ცისარტყელა კალმახი არის წარმოდგენილი. რაც შეეხება კობრისებრთა ოჯახს, 42.7 პროცენტი მოდის თეთრი და ჭრელი სქელშუბლას წარმოებაზე. 2017 წელს წარმოებული თევზის მიხედვით ლიდერობს კახეთის რეგიონი, რომელზეც მოდის საქართველოში წარმოებული თევზის 35.1 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი 26.6 პროცენტით, მესამე ადგილზეა გურიის რეგიონი - 14.3 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურა დ ქვეყანაში წარმოებული თევზის 24.0 პროცენტი მოდის.

2017 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 2 067.6 ტონით განისაზღვრა, საიდანაც 37.8 პროცენტი მიეკუთვნება ორაგულისებრთა ოჯახს, 51.5 პროცენტი კობრისებრთა, ხოლო 9.7 პროცენტი ზუთხისებრთა ოჯახს. აღსანიშნავია ისიც, რომ წყალსატევებში არსებულ ორაგულისებრთა მოცულობაში უდიდესი წილი მოდის ცისარტყელა კალმახზე (96.8 პროცენტი).

2017 წელს საქართველოში 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი 8.6 ლარით განისაზღვრა. კობრისა და სარკისებრი კობრის საშულო ფასი შედარებით დაბალია და 7.2 ლარს შეადგენს. რაც შეეხება თეთრი ამურის საშუალო ფასს, 5.7 ლარის ფარგლებშია, ხოლო თეთრი და ჭრელი სქელშუბლის საშუალო ფასი 3.3 ლარს არ აღემატება“, -აღნიშნულია „საქსტატის“ კვლევაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა