სოფიო ქაცარავა – სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე დავიწყებთ მუშაობას, რომ აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ეუთო-ს ანგარიშში აისახა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავამ ეუთოს ყოველწლიური მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, წევრებს სიტყვით მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციას საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვებისა და შეფასებებისთვის.

„საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. სადამკვირვებლო მისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, რომ მომავალში აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რაც ეუთოს ანგარიშში აისახა. ეს არის ჯანსაღი და დემოკრატიული პროცესი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწს ინსტიტუტებს და გააუმჯობესებს ზოგადად საარჩევნო გარემოს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო