მინდია გოგოჭურის ადვოკატი - რომელ იარაღზე მესაუბრებით? ცალსახად გეუბნებით, ბუნებაში ასეთი არ არსებობს

მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განაცხადა.

„მთელი ღამის განმავლობაში, საცხოვრებელ ბინაში ტარდებოდა ჩხრეკა. ჩვენ იმთავითვე ვიცოდით, რომ უკანონო იქ არაფერი იყო. თვალსაჩინოებისთვის, ჩვენ მზად ვიყავით, რომ სახლში ნებისმიერი კუთხე სათანადოდ ყოფილიყო დათვალიერებული. ამიტომაც ვიჩენდით მაღალ სამართლებრივ კულტურას, მოთმინებას. ფაქტობრივად, დილის 08:00 საათამდე მორჩილად ველოდებოდით", - განაცხადა მანელიძემ.

იარაღთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბუნებაში არ არსებობს გოგოჭურთან და მის მეგობართან დაკავშირებული „დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი“.

"რომელ იარაღზე მესაუბრებით?დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ თურმე ერთ კი არა ორ იარაღზეც ყოფილა საუბარი. ცალსახად გეუბნებით, ბუნებაში ასეთი არ არსებობს. მინდია გოგოჭურთან ან გიორგი რაზმაძესთან დაკავშირებული დანაშაულის რაიმე კონკრეტული საგანი არ არსებობს", - განაცხადა მანელიძემ.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე წუხელ დააკავეს. „სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა