ლევან გოგიჩაიშვილი - მთავრობამ ისეთი ტექნიკური რეგლამენტი წარადგინა, რომ საბურთალოზე, ვაკეში და მთაწმინდაზე ვერასდროს გაკეთდება ბაგა-ბაღი

საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით მთავრობამ ისეთი ტექნიკური რეგლამენტი წარმოადგინა, რომ მასში ჩადებული პირობებით საბურთალოზე, ვაკეში და მთაწმინდაზე ვერასდროს ბაგა-ბაღი ვერ გაკეთდება, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

„წარმოუდგენელია, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5 000 კვ.მ ცარიელი ადგილი ვინმემ იპოვოს, სადაც ბაღი გაკეთდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ტექნიკური რეგლამენტი ვერასდროს ვერც ერთ მუნიციპალიტეტს ბაღის გაკეთების საშუალებას ვერ მისცემს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვინც ეს მოამზადა, დაწერა თუ დახაზა, არ არის ამ ქვეყნად ან თბილისში არ ცხოვრობს“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

როგორც გოგიჩაიშვილის პასუხად დეპუტატმა ეკა ბესელიამ განმარტა, ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებით შესაძლებელია მთავრობასთან დიალოგი, დისკუსია და მისთვის კორექტირების შეთავაზება.

“ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადა ორი წლით ხანგრძლივდება და ახალი ვადები განისაზღვრება.

კანონის მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაცია 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველეყოთ. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით კი, 2019 წლის 1-ელი აპრილიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.

პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა