გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი ჩაერთო

გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოების არეალი გაფართოვდა.

თავდაპირველად თუ ექსპერტ-კრიმინალისტები ნიადაგის შესწავლას პარკის ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილი კარვის შიდა პერიმეტრზე ახდენდნენ, ამჟამად, სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით, მიწის თხრა კარვის გარეთ, რამდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, იმ ადგილზე, სადაც შსს-ს თანამშრომლები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ, არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი მივიდა. არქეოლოგთან სამართალდამცავებმა გარკვეული კონსულტაციები გაიარეს, თუმცა, ტერიტორიაზე მისვლის მიზეზი ლიჩელმა არ დააკონკრეტა.

გორში, კულტურისა და დასვენების პარკის, ,,ახალბაღის“ ტერიტორიაზე 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები შსს-მ მას შემდეგ დაიწყო, რაც 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცავებს დამატებითი ჩვენება მისცა.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. აღნიშნულ საქმეში იაგო ნებიერიძე ფულის გამოძალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

იხილეთ ვიდეო: გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოებში არქეოლოგიც ჩაერთო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა