ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. როგორც ელისაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ორგანიზაციის წევრები იქნებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე, თბილისის მერის 2016 წლის არჩევნებში მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ივანე ნორაკიძე და სხვები. მისივე თქმით, ორგანიზაციის დამფუძნებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ცნობადი სახეა თუ არა, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია კვალიფიციურობა და სამშობლოს სიყვარული.

ახალი სამოქალაქო ორგანიზაციის სახელწოდება „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ იქნება.

„ეს ქვეყანა იხლიჩება 2 პოლიტიკური ძალის დაპირისპირებას შორის. ერთმანეთის სიძულვილით ერთმანეთს კვებავენ, ხოლო ხალხის პრობლემები ყველას დაავიწყდა. ჩვენი მიზანია ხალხის ენერგია გავაერთიანოთ, შევქმნათ ალტერნატივა და ხალხმა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაზე. თითოეული მოქალაქე ვართ პასუხისმგებელი ამ ქვეყანაზე.

ყველა მეკითხება, რომ იქნება თუ არა ეს მოძრაობა მესამე ძალა. ამ ეტაპზე მივიღეთ ევროკავშირის დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერა, რის შედეგადაც რამდენიმე წარმომადგენლობა რეგიონში გაიხსნება. არც ადრე გამოვრიცხავდი და არც ახლა გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, რაღაც ეტაპზე დავრწმუნდეთ, რომ იმდენად ძლიერი პლატფორმა შევქმენით, რომ ეს გარდაიქმნას პოლიტიკურ ორგანიზაციად. თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას პოლიტიკაში ჩართვის შესახებ, არ ვაპირებთ პოლიტიკაში ტივტივს ან მაჩანჩალობას“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა