ლაშა ჟვანია - ნიკა რურუასნაირი პატრიოტი ადამიანის წასვლა დიდი დანაკლისია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ნიკა რურუასნაირი პატრიოტი ადამიანის წასვლა დიდი დანაკლისია.

„ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით, ერთად ვიყავით პარლამენტში. მე ვიყავი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკა იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. გვერდიგვერდ ვისხედით პარლამენტში და ამას გარდა, გვქონდა ძალიან ხშირი კომუნიკაცია. მერე ერთად გადავედით მთავრობაში და გავხდით მინისტრები. ჩვენი აზრები ძალიან ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს. იმ პერიოდში ნიკა ჩემთვის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემს აზრებს სრულად, გახსნილად ვანდობდი. მე უფრო ფეთქებადი ვიყავი, ნიკა კი მუდმივად მომიწოდებდა, რომ მომეცადა და ყველაფერი თავის ჩარჩოებში ჩაჯდებოდა. თითქოს ნიკა უნდა ყოფილიყო უფრო ემოციური, მაგრამ პირიქით იყო. მუდმივად მაწყნარებდა, როგორც ძალიან ახლო მეგობარი. დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ნიკასნაირი პატრიოტი ადამიანი. ის ძალიან ნიჭიერი და ძალიან ღრმა ადამიანი იყო. ზუსტად 10 წლის წინ, ჩვენ რომში ოფიციალური ვიზიტით ვიყავით, ნიკა მაშინ აღმოვაჩინე, როგორც ძალიან ღრმა, მოაზროვნე ადამიანი, გარდა იმისა, რომ მისი ცოდნა და განათლება ყველასათვის იყო ცნობილი. იმ ადამიანებს, რომლებმაც მხოლოდ ნიკას ნიჭი და განათლება იციან, მინდა ვუთხრა, რომ ის კიდევ უფრო ღრმა იყო, ვიდრე ჩანდა“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ნიკა რურუას დღეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს