ვახტანგ ყოლბაიამ ეგვიპტური  მედიის წარმომადგენლებთან ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ეგვიპტური მედიის წარმომადგენლებთან ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მდებარე საქართველოს საელჩოში წამყვანი ეგვიპტური ინტერნეტ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.

მათივე ინფორმაციით, აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები და ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ქართულ-აფაზური დიალოგის მნიშვნელობას.

„საუბარი შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებით შეთავაზებულ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სხვადასხვა პროგრამებს მოიცავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისა და დევნილების მდგომარეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისისა და ეგვიპტის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე მოეწყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის „აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა“ არაბულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარადგინეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ივანე დოლიძე და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო