თამარ ჩუგოშვილი - ახალი რეგლამენტით ძალიან ბევრი სიახლე შემოდის, ჩვენი მოლოდინია, რომ პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დეპუტატებს რეგლამენტში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაწეული მუშაობისთვის მადლობას უხდის. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ახალი რეგლამენტი პარლამენტის მიმართ მოქალაქეების ნდობას გაზრდის.

„საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი მიღებულია მესამე მოსმენით. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა დეპუტატს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო განხილვებში, დისკუსიებსა და მსჯელობებში და მხარი დაუჭირა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო წარმოდგენილი სესიაზე, არც პირველი და არც მეორე მოსმენის დროს. შესაბამისად, მათი მოსაზრებები არ მოგვისმენია, თუმცა, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს რეგლამენტი ყოფილიყო ყველა პარლამენტის წევრისთვის. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვნად აძლიერებს პარლამენტის როლს. ძალიან ბევრი სიახლე შემოდის, ითვალისწინებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ხელისუფლების მუშაობის კონტროლს. ბევრი პოზიტიური ცვლილებაა. საერთო ჯაში, ჩვენი მოლოდინია, რომ პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდება“,–განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, პარლამენტი ახალი რეგლამენტით დაიწყებს მუშაობას. მასთან ერთად ძალაში შევა დეპუტატთა ეთიკის კოდექსი.

ახალი რეგლამენტის პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა. დოკუმენტი 77 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღეს.

რეგლამენტში უკვე ასახულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი, პარლამენტის სასახლე, რუსთაველის გამზირი #8.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო