ბარათაშვილის აღმართზე კლდის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება

ბარათაშვილის აღმართზე კლდის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას ავლაბრის მოედანზე დაასრულებს.

მერიის ინფორმაციით, გამონაკლისია N37 ავტობუსი, რომელიც დროებით ორთაჭალის გავლით გადაადგილდება. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორთაჭალის გავლით იმოძრავებს. გაწმენდით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა