„ლიბერთიმ“ 62 პენსიონერს კომპიუტერის ზოგადი კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომი  გადასცა

„ლიბერთიმ“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში 62 პენსიონერს კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლიბერთი ბანკიდან“ აცნობეს, სწავლება ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში - Liberty Digital Hall მიმდინარეობდა. პენსიონერებმა კომპიუტერის ზოგადი შესაძლებლობები, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენება სრულიად უფასოდ შეისწავლეს.

„ვფიქრობ ეს დღე არის დასტური იმისა, რაც ამ პროექტის დასაწყისშივე ვიგულისხმეთ – დღეს ჩვენ საუკეთესო და ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული პენსიონრები გვყავს. პროექტმა გაამართლა, იქცა ხიდად თაობებს შორის და აუცილებელ გაგრძელებებსაც გულისხმობს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

„მოხარული ვართ, რომ გაამართლა სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შემუშავებულმა საგანმანათლებლო ერთგვარმა ექსპერიმენტმა. პენსიონერების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება და დიდი ინტერესი ჩვენთვის სტიმულია, რომ მომავალში მსგავსი პროექტები კიდევ უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ. ასევე, დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა „ლიბერთის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა