უკრაინის პარლამენტმა რუსეთთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმების შეწყვეტაზე პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება დაამტკიცა

უკრაინის პარლამენტმა, უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება დაამტკიცა. უკრაინის პრეზიდენტის ამ ინიციატივას მხარი 277 დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინასა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოქმედება 2019 წლის 1-ელ აპრილს შეწყდება.

აღნიშნული შეთანხმება უკრაინამ და რუსეთმა 1997 წლის 31 მაისს გააფორმეს. დოკუმენტის უკრაინისა და რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებს და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითვალისწინებდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამა წლის 17 სექტემბერს მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს