საფრანგეთში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 146 ადამიანი დააკავა

საფრანგეთში პოლიციამ იველინის დეპარტამენტში სასწავლო დაწესებულებასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 146 ადამიანი დააკავა.

როგორც რადიოსადგური France Info იუწყება, დაკავება ქალაქ მანტ-ლა-ჟოლიში მას შემდეგ მოხდა, რაც სასწავლო დაწესებულებასთან ორ მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.

საფრანგეთის მასშტაბით ახალგაზრდების საპროტესტო აქცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სტუდენტები და მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებების ბლოკირებას ახდენენ. ისინი განათლების რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც ართულებს შერჩევის პროცესს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაბარებისას და ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს ზრდის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა