ირინა ბელოვამ „ფარაონში“ 50 ათასი ლარი მოიგო

მომენტალურ ლატარიაში მოგების სახით უკვე 9 340 871 ლარია გაცემული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„საქართველოს ეროვნულ ლატარიიდან“ აცნობეს. „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში მოგება გრძლედება. ამჯერად #იღბლიანიამბები ირინა ბელოვას წარმოგიდგენთ, რომელმაც მომენტალურ ლატარია ,,ფარაონში’’ მაქსიმალური მოგება 50 000 ლარი მოიგო. ქალბატონმა ირინამ ,,ფარაონის’’ ბილეთი თბილისში ერთ-ერთ ჯიხურში შეიძინა და მომენტალურად გახდა 50 000 ლარის მფლობელი“, – აცხადებენ კომპანიაში.

ირინა ბელოვას თქმით, მოგებული თანხა ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. "ლატარიას ხშირად ვთამაშობ, მოგების დღესაც ტრადიციულად ლატარიის ჯიხურში ლოტო ,,6/36’’-ის ბილეთი შევიძინე, შემდეგ რატომღაც უკან მივბრუნდი და ,,ფარაონის’’ ბილეთიც ვიყიდე. სახლში გადაფხიკე და აღმოჩნდა რომ 50 000 ლარი მოვიგე. მთელი ოჯახი შოკში ვიყავით და ახლაც ვერ გამოვსულვართ. მოგებული თანხა ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაში მოგვეხმარება, რისთვისაც დიდი მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას“, - აღნიშნა ირინა ბელოვამ, მაშინ როდესაც მას კომპანიის წარმომადგენლებმა მოგებული თანხა გადასცეს.

„საქართველოს ეროვნული ლატარიას“ გახსნის დღიდან, 9 თვის განმავლობაში, მოგების სახით მომენტალურ ლატარიაში გაცემული აქვს 9 340 871 ლარი, ხოლო მოგებული მომენტალური ბილეთების რაოდენობა 1 528 000 ლარია. „გახსოვდეთ, ვინც თამაშობს, ის იგებს! მოგება კი შეუძლია ყველას!საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ წარმატებას!", - აცხადებენ კომპანიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო