პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

საორგანიზაციო კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს, შემადგენლობა კი 30 პირითაა განსაზღვრული.

პრემიერის განკარგულების მიხედვით, კომისიამ უნდა შეიმუშავოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის სამოქმედო გეგმა და დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს.

პრემიერი კომისიას ცერემონიის ორგანიზების მიმართულებით კონკრეტულ დავალებებსაც აძლევს. როგორც პრემიერის დადგენილებაშია აღნიშნული, მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეთხოვა, რომ ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის მუშაობაში პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი ჩაერთოს. „ეთხოვოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენლის კანდიდატურა“, - ნათქვამია პრემიერის დადგენილებაში.

განკარგულება ვრცლად იხილეთ ბმულზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო