სალომე ზურაბიშვილი - როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ევროპული ფესვებით, განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციის გამომწვევი გავლენისგან

როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ევროპული ფესვებით, მე განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციის გამომწვევი გავლენისგან. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სტატიაში, სათაურით „ღირებულებების დასაცავად საქართველოს მეტი მხარდაჭერა სჭირდება დასავლეთისგან“, რომელიც გამოცემა Financial Times-ში გამოქვეყნდა.

„მე განვაგრძობ ბრძოლას დემოკრატიისთვის, რათა გავათავისუფლო ეს ქვეყანა ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან. მე დავიცავ ჩემს ერს და მის ლიბერალურ ფასეულობებს“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

თავის სტატიაში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეეცდება გააერთიანოს ქვეყანა და დადგეს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა. „პირობას ვდებ, რომ უზრუნველვყოფ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ინდივიდუალურ თავისუფლებებს და კანონის უზენაესობას. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უფრო ავტორიტარულ მმართველად იქცა. მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ძალაუფლებას, რათა საქართველო დემოკრატიის გზაზე დარჩეს და არავის მივცემ უფლებას, ჩვენს თავისუფლებებს ეთამაშონ“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ევროპული ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების დამცველი იქნება“. „ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მის მიზანს, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მივაახლოვო. ქართველები პროდასავლურად განწყობილნი არიან და ევროკავშირში გაწევრიანება პარტიულ პოლიტიკას სცდება. მე საქართველოს უფრო მიმზიდველს გავხდი. ჩემი პრეზიდენტობისას ვფიქრობ საქართველო იქნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო პროგრესული დასავლური ღირებულებებით“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

იხილეთ ვიდეო: ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა