საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისში, აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

მინისტრის მოადგილემ ღრმა მწუხარება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სამძიმრის ჩანაწერით ოჯახს, ქვეყნის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა.

„ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის დროს. იგი იყო ურყევი თავის რწმენაში, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალია თავისი საგარეო პოლიტიკის, მისწრაფებებისა და მოკავშირეების არჩევაში“, - ჩაწერა სამძიმრის წიგნში ხათუნა თოთლაძემ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში 30 ნოემბერს გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა