ხვალ ეკატერინობაა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. წმინდა ეკატერინე თავისი განათლებით, სიბრძნითა და გონიერებით გამოირჩეოდა. ქრისტეს შესახებ მას დედის მოძღვარმა უქადაგა, რის შემდეგაც მოინათლა. სიზმრისეულ ხილვაში უფალმა მას ოქროს ბეჭედი უბოძა, რომელიც გამოღვიძების შემდეგ ხელზე ეკეთა.

ალექსანდრიაში გამართულ წარმართულ დღესასწაულზე, რომელსაც იმპერატორი მაქსიმინი ესწრებოდა, წმინდა ეკატერინემ უარი განაცხადა, კერპებისთვის თაყვანი ეცა და მსხვერპლი შეეწირა. იმპერატორის ბრძანებით წმინდა ეკატერინეს 305-313 წლებში თავი მოჰკვეთეს. მანამდე წმინდანმა ქრისტიანობაზე 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია, რომლებმაც იმპერატორისგან ასევე სატანჯველი დაიმსახურეს.

ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით სინას მთაზე მიაკვლიეს. წმინდანის თავი და მარცხენა ხელის მტევანი სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერშია დაბრძანებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა