სალომე ზურაბიშვილი - თუკი პრეზიდენტად მაღიარებს, გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე მოვიწვევ

თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მან გრიგოლ ვაშაძის მოწვევაზე უნდა იფიქროს.

კითხვაზე: იქნება თუ არა "პატრიოტთა ალიანსი" ინაუგურაციაზე მიწვეული, ზურაბიშვილმა უპასუხა: "რატომაც არა! მაგრამ ინაუგურაციაზე პარტიები არ იქნებიან მიწვეული, ყველა იქნება ცალ-ცალკე. გარდა იმისა, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, პარლამენტის თანამდებობის პირები, თუ სხვა პირები, ეს არის ჩემს გარეშე. მე ვადგენ ჩემი პირადი სტუმრების სიას",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის მიწვევას ინაუგურაციაზე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, "უნდა ვიფიქრო ამ თემაზე. ხვალ გეტყვით". "თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, იქნება დაპატიჟებული",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ინაუგურაციაზე ასევე იქნებიან მოპატიჟებული საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. "მე დავპატიჟე ჩემი კოლეგები იმ დროიდან, ჩემი პირველი ცხოვრებიდან, რამდენიმე კოლეგა, მაგრამ ჯერ მათი პასუხი არ ვიცი. საკმაოდ მოკლე ვადებია და ახლოს იქაურ შობასთან",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დაპატიჟებს თუ არა ზურაბიშვილი საკუთარ ინაუგურაციაზე ოპოზიციას

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა