სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მის ინაუგურაციაზე ქალი პრეზიდენტები ჩამოვლენ

პოლიტიკაში მეტი ქალი უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით არ იცის ინაუგურაციაზე დამსწრე საზოგადოებაში ქალები რა პროპორციით იქნებიან წარმოდგენილი. ის იმედოვნებს, რომ ინაუგურაციაზე ქალი პრეზიდენტები ჩამოვლენ.

„მეტი ქალი პოლიტიკაში უნდა იყოს, მეტი აქტიურობა ქალების მხრიდან და ქალებთან. დამსწრე საზოგადოებაში რა პროპორციით იქნებიან ქალები, ეს მათ პასუხებზეა დამოკიდებული. დიდი იმედი მაქვს ქალი პრეზიდენტები ჩამოვლენ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება თავად ინაუგურაციის ღონისძიებას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი მოთხოვნა სისადავეა. "ჩემი მოთხოვნაა ინაუგურაცია იყოს დინჯი, სადა. ამავე დროს, ვითხოვ ქართულ ფორმას და ზოგადად ევროპულობას. არ მინახავს ჯერ არც ერთი მონახაზი, როგორც კი ვნახავ, რეაგირებას მოვახდენ. ვიცი, რომ იყო საუბარი ჰიმნზე, „მრავალჟამიერზე“, მაგრამ ეს ყველაფერი როგორ ჯდება, სანახავია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება გაფორმებას, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მან არ იცის ინაუგურაციაზე ყვავილები უნდა იყოს თუ არა. „ვნახავ შემოთავაზებას და მოვახდენ რეაგირებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა