სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის ელჩს ვუთხარი, რომ შერიგება უნდა დაიწყოს საზოგადოებასთან

ევროკავშირის ელჩთან ვისაუბრე იმ გეგმებზე, რაც შეიძლება ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ელჩი დაინტერესდა, როგორია მისი პირველი გეგმები და რას ნიშნავს პრეზიდენტისთვის შერიგების პროცესი, რაც ინაუგურაციის შემდეგ უნდა დაიწყოს.

„ევროკავშირის ელჩთან ეს იყო პირველი შეხვედრა არჩევნების შემდეგ. მან მკითხა როგორია პირველი გეგმები. ასევე, მკითხა როგორ ვაპირებდი მუშაობას და რას ნიშნავს ჩემთვის შერიგების პროცესი, რაც უნდა დაიწყოს ინაუგურაციის შემდეგ. ვუთხარი, რომ ეს შერიგება უნდა დაიწყოს საზოგადოებასთან. იმედი მაქვს, რომ სხვა კუთხიდან იქნება ის აღიარება, რაც ამ ყველაფერს გააადვილებს. მესამე და ყველაზე საინტერესო საკითხი იყო ის გეგმები, რაც შეიძლება იყოს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან ბევრი რამეა, რაც შეიძლება გაკეთდეს და რაც განვიხილეთ, მაგრამ ეს იყო ზოგადი საუბარი და დეტალურად შემდეგ ვისაუბრებ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს საკუთარ საარჩევნო შტაბში უმასპინძლა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კარლ ჰარცელმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა მესიჯი ეროვნული შერიგების შესახებ, რასაც ევროკავშირი მხარს მტკიცედ უჭერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა