მამუკა ბახტაძე - ქართველი ხალხის ხსოვნაში პრეზიდენტი ბუში ყოველთვის დარჩება, როგორც შორსმჭვრეტელი ლიდერი და მებრძოლი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკელ ხალხს და აშშ-ის მთავრობას აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა. მთავრობის მეთაურმა აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

"მსურს, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო პრეზიდენტ ბუშის ოჯახს, ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. ქართველი ხალხის ხსოვნაში პრეზიდენტი ბუში ყოველთვის დარჩება, როგორც შორსმჭვრეტელი ლიდერი და მებრძოლი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა