ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმის შესწავლას არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში განაახლებს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.

კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საქმე ეხება მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას, ვინაიდან არ არსებობდა ივანე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკმარისად დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები და მე-18 მუხლის დარღვევას (მე-5 მუხლის 1-ელ ნაწილთან ერთად), ვინაიდან აღმოჩნდა, რომ წინასწარი პატიმრობა მთავარი პროკურორის მიერ იყო გამოყენებული მერაბიშვილზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა მას ინფორმაცია მიეწოდებინა იმ საკითხებზე, რომელიც კავშირში არ იყო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ივანე მერაბიშვილი შეჯამებულ სასჯელს იხდის, რომელიც 2020 წლის თებერვალში იწურება, რაც რიგი სასჯელების შედეგია იმ დანაშაულებისთვის, რომელიც კავშირში არ არის აღნიშნულ საქმესთან. კომიტეტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახალი გამოძიება დაიწყო მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტებზე და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს გამოძიება ისე, რომ ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი იყოს, შეძლოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მათი მიცემა; საკმარისად ფართო იყოს, რათა დადგინდეს, ჰქონდათ თუ არა მოვლენებს რამე სახის ზეგავლენა სისხლის სამართალწარმოებაზე და ეს გამოძიება სათანადოდ და სწრაფად დასრულდეს. ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.

კომიტეტმა ასევე აღნიშნა შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ გამოძიებას წვდომა ჰქონდეს მობილური ტელეფონის შესაბამის მონაცემებზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა შეცვალოს რეგულაციები, რათა ციხიდან და თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან ვიდეომონიტორინგის შენახვა არსებულ ხუთდღიან პერიოდს აღემატებოდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს