ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი და ჩვენი გამარჯვება უნდა აღიაროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი უნდა აღიაროს და შეეგუოს. ასე ეხმაურება დეპუტატი ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.

„ისინი იგნორირებას უკეთებენ არა მხოლოდ კონკურენტულ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო მეთაურების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მილოცვებს სალომე ზურაბიშვილისადმი. ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი, ამიტომ ვურჩევ აღიარონ მარცხი და ჩვენი გამარჯვება. რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რაზეც ეუთო-ს ანგარიშში არის საუბარი, რომ აუცილებელია საარჩევნო კოდექსის კიდევ უფრო დახვეწა და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის. ყველას შეუძლია დაესწროს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის განხილვებში", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა