ნიუ-იორკში, CNN-ის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული შეტყობინება ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა

განგაში, რის გამოც ნიუ-იორკის ცენტრში ტელეარხ CNN-ის ბიუროს ევაკუირება მოხდა, ცრუ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციაში ზარი შევიდა იმის თაობაზე, რომ Time Warner Center-ის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ევაკუაცია გამოცხადდა. მათ შორის შენობიდან გაიყვანეს CNN-ის ტოქ-შოუების მონაწილეები, რომლებიც პირდაპირ ეთერში იყვნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ შესული ინფორმაცია ცრუ იყო.

იხილეთ ვიდეო: ნიუ-იორკის ცენტრში ტელეარხ CNN-ის ბიუროს ევაკუირება მოხდა

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა