ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო უწყება - ნატო-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის განცხადებებმა რიტუალური ხასიათი მიიღო

ნატო-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის განცხადებებმა რიტუალური ხასიათი მიიღო, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

„ნატო-ს კონსოლიდირებული პოზიცია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში კარგად ცნობილია და ამგვარმა მოწოდებებმა, რომელსაც თან ახლავს საქართველოს მხარდაჭერის შესახებ განცხადებები, რიტუალის ხასიათი მიიღო“, - აღნიშნეს დე ფაქტო უწყებაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად მოხდა“.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველო უარს ამბობს ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ცდილობს თავისი აგრესიის შედეგები საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სიბრტყეში გადაიყვანოს, სამხრეთ ოსეთი უფლებას იტოვებს უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და გააძლიეროს რუსეთთან ერთად ერთიანი თავდაცვითი სივრცე“, - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საგარეო უწყება - ნატო-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის განცხადებებმა რიტუალური ხასიათი მიიღო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა