ირაკლი აბესაძე - ბესელია მოზარდების მკვლელობაზე დადგენილების დარეგისტრირებიდან 2 დღეში სატყეო კოდექსზე მსჯელობდა, მაშინ გამოჩნდა "ოცნების" გულწრფელობა

როცა ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დადგენილების დარეგისტრირებიდან ორ დღეში მსჯელობდა სატყეო კოდექსზე და უარი თქვა ემსჯელა ამ საკითხზე, სწორედ მაშინ გამოჩნდა "ქართული ოცნების" გულწრფელობა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა იურუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებას, რომელმაც გუშინდელ სხდომაზე "ევროპული საქართველო" გააკრიტიკა და თქვა, რომ გუშინ კომიტეტი მზად იყო დადგენილების განსახილველად, თუმცა პროექტის ავტორი პარტია არ მივიდა.

"ეკა ბესელიას და "ქართულ ოცნებას" კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სარალიძის პრობლემა არის პრობლემა პროკურატურის სისტემაში, რომელიც მზად არის, რომ არასრულწლოვნებს ხელი დააფაროს, ეს არ არის "ევროპული საქართველოს" პრობლემა, ეს არის დემოკრატიის პრობლემა. როცა ბესელია დადგენილების დარეგისტრირებიდან ორ დღეში მსჯელობდა სატყეო კოდექსზე და უარი თქვა ემსჯელა ამ საკითხზე, სწორედ მაშინ გამოჩნდა "ქართული ოცნების" გულწრფელობა ამ საკითხთან მიმართებაში. დადგენებაზე მსჯელობა კი არ არის დღეს პანაცეა და პირველი მნიშვნელობის საკითხი, არამედ დადგენილების შინაარსი. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი არაფერს აკეთებენ, რომ ამ საკითხს ნათელი მოეფინოს და გაეცეს პასუხი კითხვას, რაც ზაზა სარალიძეს აწუხებს. ამ დადგენილების მთავარი მნიშვნელობა და მთავარი შინაარსი არის სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესასრულებელი და თუ ის არ სრულდება, შეუძლებელია ბესელია ხელს იშვერდეს სხვა პოლიტიკური ჯგუფებისადმი და ცდილობდეს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის მათთვის დაკისრებას", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების განხილვა კომიტეტში დეპუტატ სერგი კაპანაძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა კომიტეტმა პირველ საკითხად დააყენა, თუმცა მომხსენებელი საქართველოში არ იმყოფება, ხოლო სხვა მომხსენებელი კომიტეტზე არ მივიდა, შესაბამისად, საკითხის განხილვა ვერ მოხდა.

ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. პროექტში მოყვანილია პუნქტები იმის შესახებ, თუ რა რეკომენდაციები გასცა კომისიამ და რომელი მათგანი შესრულდა.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი აბესაძე - ბესელია მოზარდების მკვლელობაზე დადგენილების დარეგისტრირებიდან 2 დღეში სატყეო კოდექსზე მსჯელობდა, მაშინ გამოჩნდა "ოცნების" გულწრფელობა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა