სოფო კილაძე - ლევან იზორია ხშირად გამხდარა დარტყმის ობიექტი, იმიტომ, რომ არაერთ კარგ საქმეს აკეთებს

ლევან იზორია ხშირად გამხდარა დარტყმის ობიექტი, სწორედ იმიტომ, რომ არაერთ კარგ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

კილაძე გამოეხმაურა გავრცებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თანამდებობიდან გადადგეს და მისი ადგილი იმერეთის გუბერნატორმა დაიკავოს.

"ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ცრუ ინფორმაციები, ჭორები კონკრეტულ თანამდებობის პირებთან დაკავშირებით. ლევან იზორიას მიღწევებს აღიარებენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს ჭორი არის არასერიოზული, ისევე როგორც ბევრი სხვა ჭორი, როგორც მასზე, ისე სხვა მაღალი თანამდებობის პირებზე. ყველა საკადრო ცვლილებაზე, თუკი ასეთი იქნება, საზოგადოება სრულად იქნება ინფორმირებული", - განაცხადა სოფო კილაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა