ეკა ბესელია - რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, არსად არ ჩანს - რაიმე კითხვის ნიშანია პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით?

ვსვამთ კითხვას, რა საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას? ხომ არ შეიძლება ეს მხოლოდ იმიტომ დადგეს დღის წესრიგში, რომ ასე სურთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი პარლამენტში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელია კითხვებით მიმართავს პარტიებს, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ, ან ამ მოთხოვნას უერთდებიან.

„ვსვამთ კითხვას, რა საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას? ხომ არ შეიძლება ეს მხოლოდ იმიტომ დადგეს დღის წესრიგში, რომ ასე სურთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი პარლამენტში? საითაც არის ეს მოთხოვნა მიმართული, ეს გასაგებია, მაგრამ რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, არსად არ ჩანს. რაიმე კითხვის ნიშანია პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით? კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა? მე ამ კითხვებს ვსვამ და პასუხები ვერ მოვისმინე ვერც ერთი იმ პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელიც ამ მოთხოვნას ან აყენებს, ან უერთდება. ჩემი პასუხი ამაზე იქნება ერთი, ვიდრე შევალთ ამ დისკუსიაში, მოთხოვნებთან ერთად მიუთითონ კონსტიტუციური საფუძვლები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო: ეკა ბესელია - რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, არსად არ ჩანს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა