ეკა ბესელია - ინაუგურაციის თელავში გამართვით ხდება ხაზგასმა, რომ ზურაბიშვილი უნდა იყოს ზეპარტიული პრეზიდენტი და განსაკუთრებული აქცენტი უნდა იყოს რეგიონებზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში გამართვით იმის ხაზგასმა ხდება, რომ ის ყველას პრეზიდენტია.

ბესელიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით დასტურდება ის ფაქტი, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის განწყობები მთავარი არ არის.

„თელავთან დაკავშირებით ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ძალიან კარგი არგუმენტაცია წარადგინა. ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმა იმისა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი არის ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად იმ განწყობებისა თუ რა იყო თელავში, ეს ქალაქი შეირჩა სიმბოლურად. გარდა იმისა, რომ ისტორიული ადგილია, არჩეულმა პრეზიდენტმა ნაკლები ხმა მიიღო. ამით ხდება ხაზგასმა ერთის მხრივ იმის, რომ ის უნდა იყოს გამაერთიანებელი და მაკონსოლიდირებელი, ზეპარტიული პრეზიდენტი, ასევე ის, რომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა იყოს რეგიონებზე. ძალიან ბევრი აქცენტი შეიძლება დაისვას. ეს არის ძალიან საინტერესო ახალი ნაბიჯი იმისთვის, რომ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზუსტად ის შინაარსი ატაროს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებში დევს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს