აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სირიიდან 800 დევნილი მიიღო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სირიიდან 800 დევნილი მიიღო. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სააგენტო „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„700-800 ადამიანი მივიღეთ. პირველ ეტაპზე მათი კეთილმოწყობით ვიყავით დაკავებული, რათა მათ ჩვენს პირობებთან ადაპტირებისთვის შესაძლებლობები შეგვექმნა“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

მისივე თქმით, აფხაზეთში მყოფი სირიელები სხვადასხვა სფეროში მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა „აფხაზეთსა და სირიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო