გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ხელისუფლების ქმედებებს მეორე ტურთან და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

„დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ 3 მნიშვნელოვან საკითხზე: საარჩევნო დარღვევები და შემდგომი სამართლებრივი პროცედურები; პოსტსაარჩევნო აგრესიული პოლიტიკა ხელისუფლების მხრიდან და თავდასხმები ჩვენს მხარდამჭერებსა და ლიდერებზე; „ქართული ოცნების" დესტრუქციული პასუხი ჩვენს მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებზე. დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები უფრო და უფრო მწვავე განცხადებებს აკეთებენ არჩევნებთან და იმ კატასტროფულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იყო პირველსა და მეორე ტურში. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს