დავით სერგეენკოს განცხადებით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, არ არის საქმის კურსში, იგეგმება თუ არა მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები. ამის შესახებ მინისტრმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რაც შეეხება კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს, მისი თქმით, უწყებაში ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობს და ეს საარჩევნო ან სხვა პროცესებს არ უკავშირდება.

„ამ წლების განმავლობაში სამინისტროში საკადრო ცვლილებები მუდმივად მიმდინარეობდა და ეს კავშირში არ არის არჩევნებთან ან რაიმე სხვა პოლიტიკურ პროცესებთან. სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია და პროექტების მართვასთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში სავარაუდო ცვლილებებს, მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ეს არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი. ასევე, პარტიაში ცვლილებებთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო, რომ მე არ გახლავართ პოლიტსაბჭოს წევრი და ამის შესახებ საქმის კურსში არ ვარ”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა