ნინო ლომჯარია - შემაშფოთებელია ბავშვთა ჩაგვრის გავრცელების მაჩვენებელი

შემაშფოთებელია ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგის) გავრცელების მაჩვენებელი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველმა ბავშვის უფლებების დარღვევის 700-მდე ფაქტი შეისწავლა. ნინო ლომჯარიას თქმით, მათი უმრავლესობა ოჯახში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მიმართ ძალადობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ მდგომარეობას შეეხებოდა.

„2018 წელს კვლავ მძიმეა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ მომხდარა ბავშვის ფიზიკური დასჯის აკრძალვა საკანონმდებლო დონეზე. შემაშფოთებელია ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგის) გავრცელების მაჩვენებელი, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან დამატებით ყურადღებას და ჩართულობას მოითხოვს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ომბუდსმენის შეფასებით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკების პრევენცია. ნინო ლომჯარიამ დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და ასევე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასების/მონიტორინგის ინსტრუმენტის დანერგვა.

რაც შეეხება შშმ პირთა უფლებებს, სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციის განხორციელებისთვის.

„მწვავე პრობლემად რჩება გარემოს, ინფორმაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობა, ინკლუზიური განათლების ხარისხი, შშმ პირთა დასაქმების მაჩვენებელი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა ინსტიტუციებში ღირსების შემლახავ გარემოში ცხოვრების მავნე პრაქტიკა, შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების სიმცირე და არაეფექტურობა“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა