ომბუდსმენი - წინასაარჩევნო, განსაკუთრებით მეორე ტურის ჩატარებამდე პერიოდი დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა

წინასაარჩევნო, განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე პერიოდი დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2018 წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა მიმოიხილა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

„სამწუხაროდ, უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რის გამოც სახალხო დამცველმა ხელისუფლებას მოუწოდა გაერო-ს დეკლარაციისა და ეუთო-ს სახელმძღვანელო დოკუმენტის პრინციპები დაეცვა.

საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფზე ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე. საგანგაშო იყო ინფორმაცია ცალკეული კანდიდატების მხარდამჭერთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.

იხილეთ ვიდეო: ომბუდსმენი - წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს