დავით სერგეენკო - პრეზიდენტის ინაუგურაცია ქვეყნის ერთიანი  ღონისძიებაა და დაე, ამ საქმის მცოდნეებმა განსაზღვრონ, სად, როდის და რა ფორმით უნდა ჩატარდეს

პოზიცია-ოპოზიციის მიუხედავად, ეს არის ქვეყნის ერთიანი ღონისძიება და დაე, ამ საქმის მცოდნეებმა განსაზღვრონ, სად, როდის და რა ფორმით უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სეგეენკომ ქალაქ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ინაუგურაცია ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ქვეყნისათვის და ამ საქმის სპეციალისტებს უნდა მივანდოთ გადაწყვეტა, სად უნდა ჩატარდეს და რანაირად ჩატარდეს. პოზიცია-ოპოზიციის მიუხედავად, ეს არის ქვეყნის ერთიანი ღონისძიება და დაე, ამ საქმის მცოდნეებმა განსაზღვრონ, სად, როდის და რა ფორმით უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია კახეთში, ქალაქ თელავში 16 დეკემბერს გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს