დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარების საბოლოო ფორმატზე პრემიერთან კონსულტაციები გაიმართება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გადასაცემ 50-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გაიმართება.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, დახმარების პროგრამა, შესაძლოა, დასაწყისში სრულად ფულადი იყოს ან ნაწილმა ვაუჩერული სახე მიიღოს.

„ჩვენ ამ პროგრამის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. შეიძლება, წავიდეთ იმ ვერსიით, რომ დასაწყისში მთლიანად მონეტარული იყოს ან მის ნაწილი იყოს ვაუჩერული. ამაზე პრემიერთან უახლოეს მომავალში გვექნება საბოლოო კონსულტაციები ერთად და საბოლოო ფორმატზე ჩამოვყალიბდებით, რადგან დრო ძალიან ცოტა დარჩა, 1-ელი იანვრიდან უნდა დავიწყოთ ამ პროგრამის განხორციელება“, - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა