ინოვაციური მკურნალობის მეთოდებზე თბილისში სამედიცინო ფორუმი გაიმართება

ხვალ, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მედტრონიკის“ ორგანიზებით, მედიკოსთა მასშტაბური ფორუმი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო ორგანიზაცია „მედტრონიკიდან“ აცნობეს, ღონისძიების მიზანია ექიმებსა და ჯანდაცვის სფეროს სხვა პროფესიონალებს გააცნოს ის ბოლო მიღწევები, რაც წინაგულების ფიბრილაციასთან („მოციმციმე არითმიასთან“) სამკურნალოდ დაინერგა ქვეყნის მასშტაბით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სამედიცინო ფორუმების გამართვა. დაგეგმილი შეხვედრა არა მხოლოდ გააცნობს ექიმებს იმ ახალ მიმართულებას - კრიოაბლაციას, რაც უკვე წარმატებით დავნერგეთ საქართველოში, არამედ ვისაუბრებთ წინაგულების ფიბრილაციაზე, როგორც ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელსაც თავის მხრივ სხვა, სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია“,- აღნიშნა საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას 100-ზე მეტი წამყვანი ექიმი დაესწრება. ასევე ფორუმში ჩართულები არიან ის კარდიოლოგები, რომლებმაც წარმატებით დანერგეს კრიოაბლაციით მკურნალობა საკუთარ პრატიკაში და არაერთი წარმატებული ოპერაციაც ჩაატარეს.

„კრიოაბლაციის ტექნოლოგია უკვე 370 000 პაციენტთან გამოიყენეს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში კი 200-ზე მეტი წარმატებული კრიოაბლაციის ოპერაცია ჩატარდა ერთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში. მაღალტექნოლოგიურ და უნიკალურ ოპერაციებს საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე სამი ექიმი ზვიად მათოშვილი, გიორგი პაპიაშვილი და გიორგი ჩხოლარია ატარებს. ჯოენის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკა „ჰელსიკორი“ და ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო - ის სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც ეს პროცედურა წარმატებით დაინერგა.

კრიოაბლაცია წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალო პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება ინოვაციური მოყინვის ტექნოლოგია. პროცედურის დროს Arctic Front Advance™ ტიპის ბალონ-კათეტერით ხდება ფილტვის ვენების წინასწარ განსაზღვრულ მიდამოებში ლოკალური მოყინვა (იგივე იზოლაცია) და იმ პათოლოგიური გამტარი გზების გათიშვა, რომლებიც ხელს უწყობს წინაგულების ფიბრილაციის წარმოქმნას. წინაგულების ფიბრილაცია საკმაოდ გავრცელებული გულის რითმის დარღვევაა, კრიოაბლაცია კი მაღალტექონოლიგიური მცირეინვაზიური პროცედურაა, რომელიც ამ კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. საქართველოში, კრიოაბლაციის პროცედურა ჩართულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში და პროცედურის ღირებულების დაფარვა ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დადგენილი წესების მიხედვით.

სტატისტიკა: წინაგულების ფიბრილაცია („მოციმციმე არითმია“) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გულის დაავადებაა. იგი მსოფლიო მასშტაბით 33.5 მილიონ ადამიანს აწუხებს, ხოლო საქართველოში ეს რიცხვი 35 000 ადამიანს აღემატება. ასაკის მატებასთან ერთად მოციმციმე არითმიის განვითარების ალბათობა იმატებს. საპენსიო ასაკის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 4%-ს აღენიშნება ეს დაავადება. „მოციმციმე არითმიის“ დროს ასევე მკვეთრად იზრდება იშემიური ინსულტის განვითარების საშიშროება, რის გამოც ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკის ჩატარება. გაიდლაინებში მოცემულია რჩევა, რომ ჩატარდეს პირობითი და მიზნობრივი ინტენსიური ეკგ სკრინინგი წინაგულთა ფიბილაციის აღმოსაჩენად, ყველა პაციენტში, 65 წელს ზემოთ ან იმ პაციენტებში ვისაც აქვთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.

პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინი-ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით, საზარდულის მიდამოში ბარძაყის ვენის ჩხვლეტის საშუალებით ვენაში თავსდება რამდენიმე კათეტერი. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება, მათი მეშვეობით, სათანადო ელექტრული იმპულსების გამოყენებით კი ხდება არითმიის წარმოქმნაში მონაწილე პათოლოგიური გამტარი გზების ლოკალიზაციის დადგენა, რის შემდეგ უკვე იწყება კათეტერული აბლაცია.

კრიოაბლაციის დროს, სპეციალური ბალონ-კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გზის) დაზიანება (მოყინვა), რაც იწვევს მოციმციმე არითმიის შეწყვეტას. კრიოაბლაციის პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-2 საათია.

უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი სახლში ბრუნდება აბლაციის შემდეგ დღეს.

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია აერთიანებს გულის რიტმის დარღვევების დარგში მოღვაწე ქართველ სპეციალისტებს. ჩვენი მიზანია გულის რიტმის დარღვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, არითმიების მკურნალობის თანამედროვე პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვა საქართველოში, რითმოლოგებს შორის პროფესიული კონტაქტების გაუმჯობესება“, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია „მედტრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა