შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის ატაშეების ფორუმი ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, პოლიციის ატაშეების ფორუმი გაიმართა. კონფერენცია მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.

შსს-ს ინფორმაცით, ფორუმს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნის პოლიციის ატაშეები და საქართველოს პოლიციის ატაშეები.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ საფრანგეთის, ავსტრიის, ევროპოლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანი იყო მასში მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება და პოლიციის ატაშეების ქსელის გაძლიერება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ფორუმის მონაწილეებმა არსებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და გამოწვევები მიმოიხილეს და ერთმანეთს საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.

აღნიშნული ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის - "ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის" - ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს