ჰამბურგში „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ სხდომა დაიწყო, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება, რომელიც გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ჩაანაცვლებს.
ანგელა მერკელი, რომელიც პარტიას 18 წელზე მეტი ხელმძღვანელობს, ამჟამად კენჭს არ იყრის.
„ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის პოსტზე ფავორიტებად ითვლებიან პარტიის გენერალური მდივანი ანეგრეტ კრამპ-კარნბაუერი, კონსერვატორების საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი ხელმძღვანელი ფრიდრიხ მერცი და ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი.
პარტიის სხდომაზე 1001 დელეგატია შეკრებილი. პარტიის თავმჯდომარედ ასარჩევად კანდიდატმა დელეგატების ხმების აბსოლუტური უმრავლესობა უნდა მიიღოს.
არჩეული კანდიდატი კი სავარაუდოდ, „ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი გახდება გერმანიის კანცლერის პოსტზე.