ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

ორთაჭალაში მოტოციკლისა და მცირე ზომის სატვირთოს შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლმა სხეულის დაზიანება მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორთაჭალაში, „სოკარის“ სათავო ოფისის მიმდებარედ, მოტოციკლისა და მცირე ზომის სატვირთოს შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

იხილეთ ვიდეო: ფოტოკადრები ორთაჭალიდან, სადაც მოტოციკლი სატვირთოს შეეჯახა, ბაიკერი მძიმე მდგომარეობაშია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს