RSM-ის ღონისძიება SAP-თან ერთად წარმატებით ჩატარდა

RSM საქართველო სოლუშენსის ღონისძიება “აღმოაჩინე ბიზნესის შესაძლებლობები SAP Business One-თან ერთად“ (Unlock Business Possibilities with SAP Business One) სასტუმრო ბილტმორში 16 ნოემბერს წარმატებით ჩატარდა. SAP Business One წარმოადგენს ERP - საწარმოო რესურსების მართვის გადაწყვეტილებას. RSM-ის პარტნიორებთან და დამკვეთებთან ერთად ღონისძიების სტუმრები იყვენენ სწრაფად მზარდი საშუალო და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიების ხელმძღვანელები და მენეჯერები. ღონისძიება ფოკუსირებული იყო წარმოების, სერვისის, საცალო გაყიდვების, სასტუმრო-სარესტორნო (HoReCa) და სხვა ინდუსტრიებზე.

RSM-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბიზნესის თანამედროვე გამოწვევების შესახებ, რომელსაც SAP Business One და საცალო გაყიდვების სპეციალიზირებული გადაწყვეტილება LS One-ი პასუხობენ. მათ მოსულ სტუმრებს გააცნეს კომპანიის განვითარების გზა და განიხილეს განხორციელებული პროექტები, რომელთა ფარგლებშიც მოეწყო აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაში SAP Business One-ის იმპლემენტაციის პროექტის წარმატების ისტორიის ვიდეო ჩვენება.

SAP-ის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა ისაუბრა ERP გადაწყვეტილებების ტენდეციებზე, ინოვაციებზე და იმპლემენტაციის თანამედროვე მეთოდოლოგიებზე, როგორიცაა მაგალითად, შემოქმედებითი აზროვნების მეთოდი (Design Thinking) და საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილების შემუშავების სტილი, რომელიც აპრობირებულია RSM-ის გუნდის მიერ და დამკვეთებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სერვისი პროფესიონალურ დონეზე.

ღონისძიების შემადგენელი ნაწილი იყო პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეებიც იყვნენ გაერთიანებული ლოჯისტიკური კომპანიის ფინანსური მენეჯერი და აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ფინანსური დირექტორის მოადგილე. პანელური დისკუსიის ფარგლებში მათ RSM-ის მმართველ პარტნიორებთან ერთად ისაუბრეს, თუ რა გამოწვევები გადალახეს თავიანთ ორგანიზაციებში SAP Business One-თან ერთად და რა შედეგები მიიღეს ERP გადაწყვეტილების იმპლემენტაციის შემდგომ.

ღონისძიების დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს სიმბოლური საჩუქრები, რომელთა გადაცემის პროცესიც მოიცავდა SAP Business One-ის, LS One-ის და ინტელექტუალური ანალიზის (Business Intelligence - BI) სისტემების ინტეგრაციის და ფუნქციონალის დემო ჩვენებას.

„ჩვენ SAP-თან ერთად ღონისძიებას ყოველწლიურად წარმატებით ვატარებთ და რაც მთავარია, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზდება ჩვენი პორტფელი და ვაგროვებთ გამოცდილებას სხვადასხვა ინდუსტრიაში, რასაც შემდგომ წარმატებით ვიყენებთ ახალ პროექტებში. ჩვენ ღიად ვხვდებით მომავლის გამოწვევებს და ორიენტირებულები ვართ, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ბიზნესის მართვის თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა RSM საქართველო სოლუშენსის დამფუძნებელმა ლევან ქაჯაიამ.

იხილეთ ღონისძიების სურათები

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა