ლევან დავითაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, როს ვილსონს შეხვდა

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში როს ვილსონს, ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობის ახალი პროექტის „Food for Progress“ დაწყების საკითხებზე იმსჯელეს და პროექტის მნიშვნელობა შეაფასეს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ახალ პროექტს საქართველოში ორგანიზაციის „Land O’Lakes International Development“ (Land O’Lakes) დახმარებით განახორციელებს. პროექტის ხანგრძლივობა 5 წელია, რომლის ბიუჯეტსაც 17 მილიონი აშშ დოლარი შეადგენს.

შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება მესაქონლეობის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

„დღეს მოხდა ახალი პროექტის - Food for Progress ინიცირება, რაც გულისხმობს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნებიან ორგანიზაცია „Land O’Lakes International Development’’ (Land O’Lakes), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მესაქონლეობის და მერძევეობის სექტორში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს, ასევე მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას“, - განაცხადა როს ვილსონმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტი ითვალისწინებს მესაქონლეობისა და მერძევეობის დარგის განვითარების მხარდაჭერას პროდუქტიულობის გაზრდის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ფერმის მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მოდელების შემუშავების ხელშეწყობის გზით. მესაქონლეობის დარგში კონკურენტული უპირატესობის მიღწევისთვის, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციების დანერგვის, მომსახურებაზე ორიენტირებული მარკეტინგის განვითარებისა და აღნიშნულ პროცესში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობის მხარდაჭერა.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ბენეფიციარები იქნებიან საშუალო და მსხვილი ფერმერები და მეწარმეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტი განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, აგრეთვე სხვადასხვა კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს