The Banker-მა „საქართველოს ბანკი“ 2018 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

The Banker-მა „საქართველოს ბანკი“ 2018 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდო „საქართველოს ბანკს“ 2006 წლიდან დღემდე უკვე მეექვსედ აქვს მოპოვებული. The Banker-ის მიერ შერჩევისას მთავარ კრიტერიუმად მიჩნეული იყო ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგები, მომხმარებელთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტი.

„გამოცემის ყურადღება მიიპყრო „საქართველოს ბანკის“ სტრატეგიამ, მომხმარებელს შესთავაზოს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ინოვაციური პროდუქტები და სერვისები. მრავალფუნქციური ციფრული პლატფორმები, გამართული მობილბანკი და ურთიერთობის პროგრამები (PLUS)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მოხარული ვართ, რომ მოვიპოვეთ წლის საუკეთესო ბანკის ტიტული. „საქართველოს ბანკი“ კორპორატიული მართვის საუკეთესო სტანდარტებისა და ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსებით ჩამოყალიბდა როგორც მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი აღმოსავლეთ ევროპაში. ამან მოგვცა ფინანსური და ადამიანური კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობა, რაც ჩვენი ბანკის კონკურენტული უპირატესობაა. სწორედ ამ კრიტერიუმებით მოხდა „საქართველოს ბანკის“ შერჩევა. ეს ჯილდო არის „საქართველოს ბანკის“ თითოეული თანამშრომლის დამსახურება და ვულოცავ მათ საერთაშორისო აღიარებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური გამოცემა The Banker 1926 წლიდან გამოდის. The Banker- ის ჯილდო „წლის საუკეთესო ბანკი“ კი დაარსებულია 2000 წელს და ის ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი საუკეთესო შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს