სერგეი ლავროვი - თბილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს - სალომე ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს

მოსკოვი თბილისთან კარგი ურთიერთობების განვითარებაზეა განწყობილი , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რუსეთს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები სურს. ვიმედოვნებთ, რომ არჩეული პრეზიდენტის დროს განვაგრძობთ კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარებისთვის გზების გამოძებნას“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, ბოლო დროს მოსკოვმა და თბილისმა რიგი ნაბიჯები გადადგეს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„ჩვენ ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს და გააკეთოს ის, რაც მისი ხალხისთვის კარგია. რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, თბილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს“, - დასძინა მან.

იხილეთ ვიდეო: თბილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს - სერგეი ლავროვი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო