ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის საკითხებზე იმსჯელეს

გაერო-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციამ (FAO) სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრების და განმახორციელებელი პარტნიორების შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ FAO-დან აცნობეს, შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების მიმდინარეობის განხილვა, და მასთან, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობებზე მსჯელობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის, ასევე, სოფლად განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ნოდარ კერესელიძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გაერთიანების და ექსტენციის სისტემის მოდიფიკაციის შესახებ ისაუბრა.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა მერძევეობის და მეღვინეობის სექტორში კოოპერაციული მეურნეობების განვითარების საკითხებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერებმა, კრისტინა კასელამ და ქეთევან ხუციშვილმა მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშრის ENPARD-ის საბიუჯეტო დახმარების და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

შეხვედრაზე ასევე შედგა ENPARD-ის პარტნიორების - UNDP, CENN და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების საქართველოს ასოციაციის (GALAG) პრეზენტაციები სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების, ასევე გარემოს დაცვის ახალი ინიციატივების, მექანიზმებისა და ინოვაციების შესახებ.

დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის თემას - სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) წარმომადგენელმა წარმოადგინა სამხრეთ კავკასიის ვაჭრობის კვლევის (South Caucasus Trade Study) ძირითადი მიგნებები და სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

ENPARD-ის პარტნიორებმა ასევე აღნიშნეს საქართველოში სავაჭრო მისიების ორგანიზების მნიშვნელობა, კონკრეტულად კი, ისაუბრეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ ორგანიზებული სავაჭრო მისიის შედეგებზე და მის ფარგლებში საერთაშორისო სავაჭრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

FAO-ს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: UNDP, Mercy Corps, Care, PIN, RDFG, HEKS-EPER, GIPA, CENN, Caritas Czech Republic და სხვები. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. ამასთან, FAO-ს ცნობით, პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა