აკაკი ზოიძე - დასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კვლავ სიძულვილის ენით, ლანძღვა-გინებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას

დასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს დაპირისპირების რიტორიკას, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 16 დეკემბერს შესაძლოა ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს.

„დასანანია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს დაპირისპირების რიტორიკას და კვლავ სიძულვილის ენით, ლანძღვა-გინებით ცდილობენ თავიანთ პოლიტიკური მიზნებს მიაღწიონ, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკური კრიზისი და საჭიროა თუ არა პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ზოიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის.

„რაც ეხება ვადამდელ არჩევნებზე ულტიმატუმების ენით საუბარს, ეს მიუღებელია", - აღნიშნა ზოიძემ.

კითხვაზე, თუ სად არის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ოპოზიციის მოთხოვნაზე როგორი პოზიცია აქვს მას, დეპუტატი პასუხობს, რომ "ივანიშვილი არის იქ, სადაც აქამდე იყო".

"ახლა საქმე გვაქვს საკეთებელი, არ შეიძლება სულ პოლიტიკურ პროცესებზე ვიყოთ ორიენტირებული, უამრავი დაპირება გვაქვს შესასრულებელი, ბიუჯეტი მისაღები. ეს დაპირებები ბიძინა ივანიშვილმა კი არა, ჩვენ გავეცით, როგორც გუნდმა. ცალკე მდგომი ბიძინა ივანიშვილი არ არსებობს, არსებობს პარტია, მისი თავმჯდომარე და მისი მთავრობა. ახლა ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, რომელიც აქამდე გავეცით", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო