თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები უნდა განიხილონ

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები უნდა განიხილონ. როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციების პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა. ახალი რეგულაციები 2019 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.

„პირველი ეტაპი ითვალისწინებდა ლიცენზიების გაცემას ტაქსის მძღოლებისთვის. შემდგომ ეტაპზე ახალი რეგულაციები 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. იქნება ორი კატეგორიის ლიცენზია ა და ბ კატეგორიის. ა კატეოგორიის ლიცენზია ითვალისწინებს, რომ ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, აუცილებლად მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი (საბარგულის კარიანად), ასევე 2019 წლიდან შემოდის ტექდათვალიერება და ეს უნდა ჰქონდეთ გავლილი. ასევე ტაქსის მძღოლები ისარგებლებენ უფასო საპარკინგე ადგილებით და ტაქსის მძღოლები, რომლებიც ელექტრომობილებით ახორციელებენ ტაქსის სერვისს, სრულად გათავისუფლებული იქნებიან ნებისმიერი ტიპის საპარკინგე ადგილზე გადასახადისგან. ასევე იქნება ბ კატეგორიის ტაქსი, რომელზეც ფერის მოთხოვნა არ ვრცელდება, ისინი ვალდებულები იქნებიან მხოლოდ გამოძახებებზე იმუშაონ“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

იხილეთ ვიდეო: ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები - განხილვა თბილისის საკრებულოში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო