ადვოკატი - მინდია გოგოჭური ბრალდებას არ ეთანხმება და სავარაუდოდ, მომავალშიც ასეთი პოზიცია ექნება

მინდია გოგოჭურის ადვოკატი ნიკოლოზ ბიბილაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში მივიდა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა წაუყენონ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, გოგოჭური თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას და დანაშაულის დაფარვას ედავება. რა თქმა უნდა, მტკიცებულებები და ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ის ამ ბრალდებას არ ეთანხმება და, სავარაუდოდ, მომავალშიც ასეთი პოზიცია ექნება. ვნახოთ, საქმის მასალებში რა მოცემულობა იქნება. ვინაიდან საქმის მასალებს არ ვიცნობ, არ მინდა, რომ შეცდომაში შეგიყვანოთ. როდესაც მათ დეტალურად გავეცნობი, შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არსებობს თუ არა დასაბუთებული ვარაუდი თუნდაც იმის სამტკიცებლად, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყოს რაიმე სახის ღონისძიება",-განაცხადა ბიბილაშვილმა.

მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად 5 დეკემბერს დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის სიძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალს უყენებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა